|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში წელს 100%-იანი გრანტით 6 სტუდენტი ჩაირიცხა

18 სექტემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.

2017-2018 სასწავლო წელს აწსუ-ში  1611 სტუდენტი   ჩაირიცხა. მათ შორის 200-მდე სახელმწიფო გრანტის მქონე. აქედან 6 არის 100% გრანტის მფლობელი. 

სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა მიულოცეს.

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100%- იანი სახელმწიფო გრანტით ექვსი სტუდენტი ჩაირიცხა.

წარჩინებულ სტუდენტებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ქუთაისში, კერძო უმაღლეს სასწავლებლებმაც განაახლეს სწავლა.

მოეწყობა თუ არა წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტთა საზეიმო მიღება?

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა