ჭიათურაში დაკავებულმა მაღაროელებმა შიმშილობა გამოაცხადეს
ჭიათურაში დაკავებულმა მაღაროელებმა გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადეს. ინფორმაციას “მთის ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
“ჩვენმა ადვოკატმა (სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრიდან) ვლადიმერ ქუთათელაძემ მოინახულა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორი მათ არ უცემიათ და იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს ჩამოაცილონ. მაღაროელებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ” - წერს მთივლიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დილით ჭიათურაში 4 მაღაროელი დააკავეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: