|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები და "ფეროს" თანამშრომლები შეუერთდნენ

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა გელა ბაძგარაძემ  განაცხადა,  მათ სოლიდარობა ზესტაფონის "ფეროს" და ტყიბულის შახტის თანამშრომლებმა გამოუცხადეს და  აქციას შეუერთდნენ. მისი თქმით, კომპანიას ვადა 27 მაისამდე მიეცა. 

"შემოგვიერთდნენ მეშახტეები ტყიბულიდან. დაახლოებით,  60 ადამიანი, ასევე მოვიდნენ  "ფეროს" თანამშრომლები. ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ. გაფიცვა გრძელდება, ჩვენ დღეს მივმართეთ  "ჯორჯიან მანგანეზს", თუ ორშაბათამდე მოთხოვნები არ დაკამყოფილდება, შემდეგ მოვითხოვთ,  კომპანია წავიდეს ჭიათურიდან"-განაცხადა გელა ბაძგარაძემ. მისი თქმით, მაღაროლები ასვეე აგრძელებენ შიმშილობას, სამს კი პირი კვლავ აქვს ამოკერილი. 

მაღაროლები 16 მაისს გაიფიცნენ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა