ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელი ამ ფორმით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებს.
როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე განმარტავს, პირს ყოველდღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.
"ერთმა გაფიცულმა დღეს პირი ამოიკერა, ამ ფორმით აპროტესტებს ადმინისტრაციის დამოკიდებულებას. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ყოველდღე დამატებით თითო მაღაროელი ამოიკერავს პირს. მაღაროელები არ ეთანხმებიან შემოთავაზებას ხელფასების ახლა 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, მაღაროელთა მინიმუმი ხელფასის 30%-ით გაზრდაა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება"-განაცხადა პაატა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, ერთ-ერთმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაიარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მაღაროელების მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევენ. ისინი გაფიცულებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელფასების 25-% ით მომატებას დაპირდნენ, თუმცა გაფიცულებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















