ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა. გიგა თაბაგარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჭიათურის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მას სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და მდგრადობის დარღვევა აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნობა უტარდება. ექიმის თქმით, გიგა თაბაგარის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, სამმა პირი ამოიკერა. ისინი ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















