|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. მაღაროელებმა პროტესტის უკიდირეს ფორმას მას შემდეგ მომართეს, რაც ადმინისტრაციისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

როგორც გაფიცული მაღაროელი გელა ბაძგარაძე აცხადებს, მათი პროტესტი გრძელდება.

"წუხელ ამოიკერა სამმა მაღაროელმა პირი. ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები, რაც გახდა პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზეზი. გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჯორჯიან მანგნეზის შემოთავაზება მიუღებელია. ჩვენ გვერდითაა თითქმის მთელი ქალაქი და გაფიცვა გაგრძელდება"-განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

ჭიათურაში მაღაროელები მერვე დღეა გაფიცული არიან. პარალელურად, რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა