|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა

ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები მაღაროელებს სოლოდარობას უცხადებენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი გელა ბაძგარაძე აცხადებს, გაფიცული პედაგოგები მათ შეუერთდნენ. მუნიციპალიტეტში მუშაობა შეწყვიტა ასევე სავაჭრო ობიექტების ნაწილმა.

"გაიფიცნენ სკოლები და ბაღები, ისინი შემოგვირთდნენ და სოლიდარობას გვიცხადებენ. იზიარებენ ჩვენს მოთხოვნებს და მოითხოვენ, მძიმეწონიანმა მანქანებმა ქალაქში არ იარონ. ჩვენ გაფიცვას ვაგრძელებთ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკამყოფილდება"-განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

მისი თქმით, ბოლო შეხვედრის შემდეგ მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხმიანებიან.

მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ერთი მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა, თუმცა საავადმყოფოდან კვლავ კარავში მივიდა. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა