ჭიათურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ პაატა ნადირაძე იქნება [R]
"ვიქნები ქალაქის ის მერი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის აღმშენებლობაში. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქალაქს. შევეცდები, ღირსეულად ვემსახურო ჭიათურას," - განაცხადა პაატა ნადირაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატად წარადგინა.
პაატა ნადირაძე აქამდე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მხარდამჭერებს დღეს ქუთაისში შეხვდა და მათ იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარუდგინა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















