|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის თეატრში სპექტაკლის - „უბრალო ამბავის“ პრემიერა გაიმართა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის - „უბრალო ამბავის“ პრემიერა გაიმართა.  სპექტაკლი  თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაძემ უკრაინელი დრამატურგის ანა იაბლონსკაიას პიესის „მენავეს“ სცენარის მიხედვით დადგა.
პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 
"ეს არის სპექტაკლი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ცოცხალი, მაგრამ არ ცხოვრობდე, არსებობდე.
რას ნიშნავს შინაგანი შუქი და ისეთი ცნებები, როგორიცაა სიყვარული, სიკვდილი და ბედისწერა.
ეს არის ზღაპარი დიდებისთვის, რომელიც მისტიციზმით და ალეგორიებით დატვირთული სცენებითაა სავსე",- წერია სპექტალის რეცენზიაში.
დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა მხატვარ ლომგულ მურუსიძის, კოსტიუმების მხატვარ ნუცა ჭყონიას, ნიღბების შემქნელ ირაკლი შეწირულის,კომპოზიტორების: სანდრო ნიკოლაძის, დავით კაკულიას და ქორეოგრაფ ლაშა რობაქიძის შემადგენლობით.
საპრემიერო წარმოდგენაში დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ლილი თავაძემ, მსახიობებმა:გოჩა აბაშიძემ, ამირან ნასყიდაშვილმა, სოფო ლეთოდიანმა და თეატრის სხვა მსახიობებმა.
 
„უბრალო ამბავი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა