ქუთაისის მერიაში წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით 124-მა თანამშრომელმა ისარგებლა
ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატთა მხარდასაჭერ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქალაქის მერიასა და ააიპებში დასაქმებული თანამშრომლები. მათი მტკიცებით, ისინი შვებულებაში იმყოფებიან.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, მერიასა და გუბერნიაში დასაქმებული რამდენი თანამშრომელი გავიდა შვებულებაში 22 აგვისტოსა და 12 სექტემბრის ჩათვლით.
ჩვენთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ 21 დღის მანძილზე შვებულებაში 124 ადამიანი გავიდა. მათ შორის, შვებულებით ისარგებლეს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა, ასევე მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თეიმურაზ ჩეჩელაშვილმა.
მერიიდან 48 ადამიანი გავიდა შვებულებაში. 27 -მა თანამშრომელმა ისარგებლა ამ უფლებით საჯარო ბიბლიოთეკიდან.
აღნიშნულ მონაკვეთში შვებულებით არ უსარგებლია იმერეთის გუბერნიის არცერთ თანამშრომელს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















