|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

WIZZ AIR-ის მომხმარებლები მგზავრობის დაგეგმვის მარტივი ონლაინ ფუნქციით ისარგებლებენ

დღეიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მომხმარებლები მგზავრობის დაგეგმვის მარტივი ონლაინფუნქციით ისარგებლებენ. 

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ვებ-გვერდს ახალი, მგზავრობის დაგეგმვის ფუნქცია ემატება. სიახლე მორგებულია სწორედ იმ მოგზაურებზე, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, სად გაატარონ მომავალი დასვენების დღეები.

ახალი საძიებო სისტემის საშუალებით მოგზაურები ბევრ ახალ და საინტერესო მიმართულებას აღმოაჩენენ. მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს ფილტრები, რომლებიც მათ ინტერესებზეა მორგებული. მომხმარებელი ირჩევს, ამჯერად რა ტიპის დასვენება სურს, როდის, საიდან და რამდენი ხნით მიემგზავრება და რა ბიუჯეტი აქვს ხელმისაწვდომი, შემდგომ შრომატევად საქმეს კი მათთვის WIZZ-ი აკეთებს: 550-ზე მეტი მარშრუტის მქონე ფართო ქსელში იწყებს ძებნას და მგზავრს სასურველ კრიტერიუმებს მორგებული მიმართულებების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ Wizz Air-ი მომხმარებელზე მორგებულ ვებ-გვერდს მუდმივად აუმჯობესებს. ავიაკომპანიის მომსახურების ბოლო სიახლეები მოიცავს ახალი ტარიფების საძიებო სისტემას, რომლის შედეგადაც მომხმარებელი მარტივად შეიტყობს ფასდაკლებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია მგზავრის სახელის ონლაინ, უფასოდ ჩასწორების ფუნქცია.

Wizz Air-ი არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტიც AirbusA320-ს და A321  ავიახომალდს  აერთიანებს. კომპანია მომხმარებლებს 550-ზე მეტ მარშრუტს სთავაზობს და 43 ქვეყვის მასშტაბით 143 დანიშნულების ადგილს ერთმანეთთან.

 დამატებითი ინფორმაცია იხილე communications@wizzair.com

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა