წყალტუბში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლოების პროტესტის მიზეზი უწყლობა გახდა.
სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ 2 თვეზე მეტია, სოფელს წყალი არ მიეწოდება.მათივე თქმით, სასმელი წყლისთვის კილომეტრების გავლა უწევთ.
ყუმისთავში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















