წყალტუბოში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ
რუსთავი 2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ოჯახში მიდოიდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი და ოპერატორი ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის ექიმები ვერ ეუბნებიან, დასჭირდება თუ არა ოპერაცია ჟურნალისტს, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული და ცხვირი მოტეხილი.
თავდასხმელებმა სამაუწყებლო აპარატურაც დააზიანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის " ბ" ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
დადგენილია ერთ პირი, რომელიც პოლიციაშია გადაყვანილი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















