|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - 22 ივნისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

 22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით,  20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრაას უსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.  

აღმოსავლეთ საქართველოში 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.  

თბილისში 18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა, აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა