|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ანტიკორიუფციული მოძრაობის წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირებაა ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში. კონფლიქტი ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოყვა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე სიტუაცია ქართული ოცნების წარმომადგენლებსა  და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.  დაპირისპირების მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოქალაქეები და საკრებულოს წევრები მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ავტორი: