|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ზღაპრების მოყოლა საუნივერსიტეტო ქალაქზე"

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის თემა წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ აქტუალური  გახდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა აქტიურად დაიწყება და ეს  გახდება ქალაქის განვითარების ერთ–ერთი ფუნქცია.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას და მისი მეშვეობით ქალაქის განვითარების შესაძლებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „თავსუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია.

„ქუთაისი სხვა ქალაქია, მას სხვა შეგრძნება უნდა და მე ამას ვგრძნობ, მე ამ ქალაქში ვარ გაზრდილი. ეს ქალაქი იმ ადამიანებითაა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მათ უნდა მიეხედოთ, ამ საუნივერსიტეტო ქალაქში  ვინ დასაქმდება? საუნივერსიტეტო ქალაქი და უნივერსიტეტის გაძლიერება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს უბნებს ვერ განავითარებს. იმ ადგილზე, სადაც ამათ უნდათ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, იქ იყო ტბა, იმის გაკეთება შეიძლება. იქნება ლამაზი დასასვენებელი ადგილი და ამ მოწყვეტილ ადგილს მისცემს განვითარების შესაძებლობას, თანაც ქალაქს ჭირდება დასასვენებელი ადგილიც. საუნივერსიტეტონ ქალაქი რას მისცემს ქუთაისს, ან საპარლამენტო ქალაქმა რა მისცა, მითხარით, რამდენი ადამიანია დასაქმებული? არც ერთი. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ზღაპრების მოყოლა საუნივერსიტეტო ქალაქზე, ეს არაა ქალაქის გადარჩენა“,–განაცხადა გოგი წულაიამ ტვ "პირველის" სატელევიზიო დებატებში, რომელშიც ქუთაისის მერობის კანდიდატები მონაწილეობდნენ. დებატებში არ მონაწილეობდა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის იდეა გასულ წელს გაჟღერდა. პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. ადგილზე ტბის დაშრობის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, სექტემბრიდან "ყველასათვის ხილული სამუშაოები" არ დაწყებულა.

საუნივერსიტეტო ქალაქი, არა მხოლოდ ქუთაისის და იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება მთელს მსოფლიოში - განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ქუთაისში გამართული შეხვედრისას.

საუნივერსიტეტო ქალაქის საკითხებთან დაკავშირებით გერმანიაში იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა