|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის ცესკომ ახალი სერვისი აამოქმედა

ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება  ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეეძლებათ.

ახალი სერვისის პრეზენტაცია ქუთაისში, თაბუკაშვილის #1- ში  გაიმართა და მას ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები და ყრუთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნა და ახალი სერვისის მნიშვნელობაზე, ასევე 21 ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.

ცესკოს წარმომადგენლების ინფორმაციით,  სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.  ამის შემდეგ კი  ყრუ და სმენადაქვეითებულ პირები ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიიღებენ. მათ, ასევე საშუალება ექნებათ გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

შეხვედრაზე განხორციელდა საჩვენებელი ვიდეოზარიც.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ახალი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიდეოზარით სარგებლობას რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლებიც შეძლებენ.

 ცესკოს ახალი სერვისი კომუნიკაციის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა