"შესაძლოა, რამდენიმე ოლქში მეორე ტური დაინიშნოს"
იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატთა წარდგენას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. მათ დასახელებული კანდიდატები დადებითად შეაფასეს. "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვებაზე ისაუბრა კობა ნარჩემაშვილმა.
"რამდენიმე მათქგანს ვიცნობ, საკმაოდ დადებითი გამოხმაურება შეიძლება მქონდეს მათ მიმართ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია ძალას მოიკრებს, "ქართული ოცნების" ყველა კანდიდატს აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. გიორგი ჭიღვარია დიდი ხანია ხელმძღვანელობას შტაბს, საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს აქტივში, მისთვის ქალაქის პრობლემებიც ცნობილია", -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
კითხვას, რა შედეგებს ელოდება არჩევნებში, აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ მოქმედებს "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკით და არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, შესაძლოა, რამდენიმე ოლქში მეორე ტურიც დაინიშნოს.
"ქართული ოცნება" არ მოქმედებს "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკით და არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურს. ამიტომ იქნება საარჩევნო პერიპეტიები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენს კანდიდატს მაღალი შანსი აქვს, ვიდრე სხვა პარტის წარმომადგენლებს. შესაძლოა, რამდენიმე ოლქში მეორე ტურიც დაინიშნოს", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















