"მუნიციპალიტეტში ფეკალური მასები უშუალოდ მდინარეებში ჩაედინება"
საქართველოს რაიონებში ფეკალური მასების გამწმენდი კოლექტორების არარსებობას აპროტესტებს ზესტაფონის საკრებულოს წევრი გივი თუთბერიძე. პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზაციის წევრის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში კოლექტორების არარსებობის გამო ფეკალური მასები მდინარეებში ჩაედინება და თავს შავ ზღვაში იყრის, რის გამოც ზღვაზე მყოფი დამსვენებლები ენტეროვირუსით ავადდებიან.
"ფეკალური მასების გამწმენდი საშუალებები, კოლექტორების საკითხი არის მტკივნეული თემა. საქართველოში მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში მუშაობს გამწმენდი კოლექტორები, დანარჩენში არა, ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი, რომ მასები მდინარეებში მიედინება. დასავლეთ საქართველო თავს იყრის შავ ზღვაში, აღმოსავლეთში კასპიის ზღვაში. წელს ზღვაზე ყოველი მესამე ბავშვი ენტეროვირუსით მოიწამლა, ენტეროვირუსი არის დაბინძურებული წყლიდან. გაისად ყოველი მეორე ბავშვი მოიწამლება თუ არაფერი შეიცვალა"-განაცხადა გივი თუთბერიძემ, რომლის თქმითაც, გაერთიანებული წყალმომარაგება არის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ მაქინაციებისთვის არის შექმნილი და არაფერი გაუკეთებია.
"გაერთიანებული წყალმომარაგება არის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ მაქინაციებისთვის არის შექმნილი და არაფერი გაუკეთებია. გამწმენდი საშუალებით ყველა რაიონში უნდა მუშაობდეს. ბღუჯა-ბღუჯა მთავრობას მინდა მივმართო, როგორ აპირებენ ევროპაში შესვლას ამ მდგომარეობით?"-განაცხადა გივი თუთბერიძემ.
კანალიზაციის პრობლემა მწვავედ დგას ქუთაისშიც. ქსელის არარსებობის გამო მასები მდინარე რიონში ჩაედინება, რაც მოსახლოებას საფრთხეს უქმნის.
საკანალიზაციო ქსელის სრულად მოსაწესრიგებლად ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქუთაისს დაახლოებით 110 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია გამოუყო. სამუშაოები მომდევნო წელს დაიწყება, და ქალაქში არსებული პრობლემა მოგვარდება.
რას უქადის მოსახლეობას მდინარეზე მიერთებული კანალიზაცია?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















