|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია - მამუკა ბახტაძე "ენდიაის" კვლევის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ენდიაის" კვლევას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა წყალტუბოში ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოების შეფასების  მთავარი საზომი არჩევნებია და ის შედეგი, რაც დაიდო.

"არ მქონდა საშუალება გავცნობოდი ამ კვლევას, მინდა დავაფიქსირო ის პოზიცია, რომელიც ალბათ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლება ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება,  თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ ჩვენ ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაუჭრელი გვაქვს, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. აქედან გამომდინარე, როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული. რაც შეეხება, ზოგადად, ნდობის საკითხს და ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ ჭირდება, მხოლოდ სოციალური კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალე კვლევაა არჩევნები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო და შედეგი ყველამ დავინახეთ", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დაბალია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა