|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: ჩვენი ვალდებულებაა მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ და უკეთესად ცხოვრების პირობები შევუქმნათ

 ეკონომიკის განვითარება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა - ამ საკითხებზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ წერეთლისა და ვარლამიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან ისაუბრა.

ზაზა ლომინაძე ადგილობრივებს მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად შეხვდა.

,,წერეთლის და ვარლამიშვილის ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ქუთაისის ისტორიული უბნების მცხოვრებლებს სამადლობელიც ბევრი აქვთ ხელისუფლებასთან და არც პრობლემებზე საუბრისგან იკავებენ თავს. აქაურებმა იციან, რომ წერეთლის ქუჩის კაპიტალური შეკეთება უკვე დაგეგმილია, გზის საფარი განახლდება ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩებზეც. ახლახანს, აქვე მდებარ

სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაციაც დასრულდა. ვარლამიშვილის ქუჩაზე და მთლიანად ამ უბანში თითქმის ყველა სახლი და შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აქვეა „ხარების ტაძარი" , ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, გალერეა „ვარლა“ , მყუდრო საოჯახო სასტუმროები და უამრავი რამ, რაც ამ ქუჩებს ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველს ხდის ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ თავიანთი ოჯახების გაძლიერებაში და შევუქმნათ კიდევ უფრო უკეთესად ცხოვრების პირობები,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა