|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე:ჩვენი ხელისუფლების მიზანი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გახსნილ საწარმო ,,Alutech Georgia“ -ში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით,  მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების ხელშეწყობა და სამეწარმეო საქმიანობის გაფართოება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია. მე და იოსებ ხახალეიშვილი დღეს საწარმოში „Alutech Georgia“ დასაქმებულ ადამიანებს შევხვდით. ეს საწარმო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა, უცხოელი ინვესტორების თანამონაწილეობით. საწარმო თანამედროვე, მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრებს აწარმოებს. ორიო თვეა, რაც პროდუქციის გამოშვება დაიწყეს და სამომავლოდ გაფართოებასაც აპირებენ. თითოეული დასაქმებული ადამიანის უკან მათი ოჯახები დგას. ჩვენი ვალია, ამ საწარმოებს შევუქმნათ კარგი სამუშაო გარემო, რომ მათ თავის მხრივ, მათთან დასაქმებული ადამიანების შრომის პირობებიც გააუმჯობესონ, წარმოებაც გაზარდონ და მეტი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა