|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

,,გუგუნავას და სულხან-საბას ქუჩებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე შიდა კვარტალურ გზებს, მოწესრიგდა სანიაღვრეები, კორპუსების ეზოები, სკვერები... ამ უბნების მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაპირები იყოს რეალური. მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია," - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა