|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე:მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდის მიმართ

 „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქუთაისელ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს. კოვიდ19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ქუთაისში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ყველა სიხარულით ველით ხოლმე - მოსწავლეები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები, ბებია-ბაბუები. წელს, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს ქალაქში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში ცოტა მოგვიანებით დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი შვილების და მათი მასწავლებლების უსაფრთხოების გამო მიიღო. კორონავირუსი დიდი გამოწვევაა რომელიც წარმატებით უნდა დავძლიოთ! მინდა ჩემი, როგორც ექიმის და როგორც თანაქალაქელის, განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდის მიმართ, გავამხნევო ისინი, მალე გამოჯანმრთელება და სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართვა ვუსურვო!“- აცხადებს ზაზა ლომინაძე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა