ზესტაფონში გზის მოწესრიგების მოთხოვნით მერიასთან აქცია გაიმართა
ზესტაფონში, მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. სოფელ საწაბლეში მცხოვრები 50-მდე ოჯახი მერიისგან გზის მოწესრიგებას მოითხოვს. ადგილობრივები ზესტაფონის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ გზის არარსებობის გამო სოფელი იცლება.
„21-ე საუკუნეში ვითხოვთ გზას. უგზოობის გამო სოფელი იცლება და ამავე მიზეზით, სოფელში არ დადის ტრანსპორტი და სასწრაფო დახმარება, მოსახლეობას ფეხით უწევს გადაადგილება. ხელისუფლება ჩვენი პრობლემებით არ ინტერესდება“-აცხადებენ ადგილობრივები. ადგილობრივები სოფლის გაზიფიცირებასაც ითხოვენ.
ზესტაფონის მერიაში მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ბიუჯეტში თანხა არ აქვთ. მერის მოადგილის დავით ჩირგაძის თქმით, მიმდინარე წელს მხოლოდ, გზის მოსწორებას შეძლებენ. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, საფარის დაგება მომავალ წელს არის დაგეგმილი, გაზიფიცირება კი სოკარის გადასაწყვეტია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















