ზესტაფონში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















