|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში, რკინიგზის ორი თანამშრომელი დაშავდა

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში ორი თანამშრომელი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საწყობში მყოფ თანამშრომლებს რელსები დაეცა.

დაშავებულები ზესტაფონში საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

66 წლის მერაბ ნებიერიძეს მარჯვენა წვივზე კლინიკა "ფერომედში" უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.  ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მიხეილ ბებიაშვილი ზესტაფონის ჯეო ჰოსპიტალიდან ქუთაისში რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა