ჟურნალისტები ბავშვობის ფოტოებში-,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ ქუთაისში
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სახალისო კონკურსი ,,არაჩვეულებრივ გამოფენა“ მოეწყო. ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის და ჟურნალისტის ციცი ჯინჯიხაძის ორგანიზებით, გაიმართა კონკურსი ჟურნალისტებისთვის. მასში წარმოდგენილი იყო ქუთაისელი ჟურნალისტების ბავშვობის დროინდელი ფოტოები. მონაწილეებს კოლეგები უნდა ამოეცნოთ. კონკურსში 41 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
"გვინდოდა საინტერესო კონკურსი და რადგან ჟურნალისტები გამოირჩევიან ალღოთი, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათ თავიანთი კოლეგები ბავშვობის ფოტოებში ამოეცნოთ. ამ კონკურსით ბავშვთა დაცვის დღეს გამოვეხმაურეთ და ჟურნალისტები ბავშვობაში დავაბრუნეთ"-განაცხადა ციცი ჯინჯიხაძემ.
კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეკო ჭეიშვილმა დაიკავა 32 ქულით, მეორე ადგილზე მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გავიდა 29 ქულით, მესამე ადგილი "ნიუპრესის" და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა ნესტან ჩაგელიშვილმა დაიკავა, ასევე გაიცა პრიზები სხვა ნომინაციებში.
გამარჯვებულებს სიმბოლურად საჩუქრები გადაეცათ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















