|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერი ბიძგების შედეგად ონში რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა

ძლიერი ბიძგების შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა.  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის მიზნით მონიტორინგი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.

 შეგახსენებთ, ონში ორი მიწისძვრა მოხდა, პირველი მიწისძვრის სიდიდე 5.4 მაგნიტუდა იყო, განმეორებითმა კი 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. 

 

 
 
 
 

 

ავტორი: