|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეისს ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს.

„დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ეს იქნება ფრენები განხორციელდება Wizz Air-ი. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1 რეისი. მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნა ეპიდვითარების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა