|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12 საათიდან ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება

დღეს 12 საათიდან ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება. რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ქალაქის თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული დაწესებულებები. საერთო  ჯამში,  ელექტროენერგია დაახლოებით 8 400 აბონენტს შეეზღუდება.

ამის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიამ" მოსახლეობა რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა.

 ელექტროენერგია გაითიშება  შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის,კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის,გოგებაშვილის,პუშკინის, გრიშაშვილის, დუმბაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

გათიშვის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

 "ენერგო პრო ჯორჯიას"განმარტებით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.  დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

შეზღუდვა 16:00 საათამდე  გაგრძელდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა