|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წელს ქუთაისის მერიიდან პირადი განცხადების საფუძველზე 33 ადამიანი გათავისუფლდა

2015 წელს ქუთაისის თვითმმართველობიდან 45 ადამიანია გათავისუფლებული, აქედან 33 პირადი განცხადების საფუძველზე.

კვლევა, რომელიც  თვითმმართველ ქალაქებში სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს უკავშირდება, დღეს საიაში იურისტმა ნინო ცუხიშვილმა წარმოადგინა.

კვლევის თანახმად, თვითმმართველ ქალაქებში იშვიათად იყენებენ დისციპლინური წარმოებისა და პასუხისმგებლობის მექანიზმებს, რაც მათგან მეტ დასაბუთებას მოითხოვს. არსებული ტენდენცია კი რომელიც უკავშირდება  პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებას, მათთვის უფრო ხელსაყრელია.

12 თვითმმართველ ქალაქში 2015 წელს   759 საჯარო მოხელეა გათავისუფლებული, აქედან დასაბუთების საჭიროების გარეშე 670.  ამ მონაცემების მიხედვით, ქუთაისი მეოთხე ადგილზეა თბილისის, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ. 

2015 წელს ქუთაისში მხოლოდ ერთი დისციპლინური წარმოებაა ჩატარებული, რაც დაბალი მაჩვენებელია დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობასთან შეფარდებით.

ნინო ცუხიშვილის განმარტებით,  რთულია მტკიცება იმისა, რომ პირადი განცხადება ამ ადამიანების  სურვილის საწინააღმდწეგოდაა დაწერილი, თუმცა ჩნდება ვარაუდი, ხომ არ მოხდა თვითმმართველ ერთეულში მათზე ზეწოლა. 

ორგანიზაციის რეკომენდაციით მოხდეს საჯარო მოხელეთა მიმართ მოხდეს  დისციპლინური წარმოების საფუძველების გამოყენება, რაც შეიძლება იყოს შრომის შიდაგანაწესის დარღვევა თუ სხვა, აღნიშნული გათავისუფლებულებს  თავიანთი უფლებების სამართლებრივად დაცვის საშუალებას მისცემს, რისი მექანიზმიც ისპობა პირადი განცხადებით გათავისუფლების შემთხვევაში.

კვლევის წარდგენას ესწრებოდნენ, როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის, ასევე თვიმმართველობის წარმომადგენლები. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, მათ მიერ გაცემული არცერთი  ბრძანება, რომელიც  პირადი განცხადების საფუძველზე იყო დაფუძნებული, არ გასაჩივრებულა. "შესაბამისად, ეჭვი, რომ რაიმე იძულება მოხდა ამ ადამიანების მიმართ, არ დასტურდება"-განაცხადა ჯავახიამ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა