|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება

2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტს, რომელზე მუშაობაც სრულდება, პარლამენტს წარუდგენენ.

მინისტრის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდით არის გზრდილი. ამჯერადაც აქცენტის სოციალურ ხარჯებზე,  მათ შორის ჯანდაცვის პროგრამაზე კეთდება. 

გაზრდილია ჯანდაცვის ბიუჯეტი და ის 3 მილიარდს აჭარბებს, იზრდება საპენსიო ფონდი და 2016 წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება.

ამასთან ერთად გაზრდილია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წელს ის 85 მილიონი იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა