|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

23 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2019” გაიმართება

23 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2019” გაიმართება. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოდგენილი ექნება იმერული ეზო და სხვადასხვა ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინოები, რომელთაგანაც საუკეთესოს, სომელიების ჟიური გამოავლენს.

სკვერში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას  ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

გაიმართება ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში სოფ. რუფოთსა და ძევრს შორის.

სკვერში მოწყობილი იქნება გამოფენა-გაყიდვა თერჯოლის სამხატვრო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და კერძო შემოქმედთა მონაწილეობით, ასევე მოეწყობა ატრაქციონი ბავშვებისთვის და კერძო კოლექციონერთა გამოფენა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა