|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 მაისს ქუთაისში გალა კონცერტს "ბიგ-ბენდი" გამართავს

3 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტს "ბიგ-ბენდი" გამართავს.   თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ‘’ბიგ-ბენდი" ქუთაისს გვირილობის ფარგლებში ეწვევა. ჯაზ ბენდის  შემადგენლობაში არიან მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე,ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, თემურ საჯაია, ვასიკო დოლიძე.

მოწვეული მომღერლები - ნესტან ჯიბლაძე, მარიკო ლაჟავა, ნინი გველესიანი.

ორკესტრი დაარსდა 1997 წელს,  მისი სამხ.ხელმძღვანელია - გივი გაჩეჩილაძე. "ბიგ-ბენდი" მუსიკალურ წრეებში მაღალპროფესიულ, საუკეთესო საშემსრულებლო ხარისხის თანამედროვე კოლექტივადაა აღიარებული.

ბოლო წლებია ბიგ-ბენდი წარმატებით  მოგზაურობს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში.

კონცერტის  ქალაქის ცენტრალური მოედანზე 20:00 სთ-ზე დაიწყება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა