|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 მაისს ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

 5 მაისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში"დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5 200 აბონენტს ქუთაისში.

 დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.

ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლობის განცხადებით,  კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით  სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა