|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

83 პლუს 3 მოღალატე- ქუთაისის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა

ქუთაისის ქუჩებში გამოკრულ პლაკატებზე - 183 პლუს 3 მოღალატე - „რუსული კანონის“ მხარდამჭერ 83 დეპუტატის სიას სათავეში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღთარიბაშვილი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ირაკლი კობახიძე უდგანან.

„86 მოღალატის“ პლაკატები ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ გააკრა. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც „ოცნების“ მესიჯბოქსს აზიარებენ, ურჩევნიათ ამ სიას გაეცნონ. 

მათივე განცხადებით, - „მას შემდეგ, რაც ე.წ. ქართული ოცნების მიერ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირებით, რუსული კანონი ქვეყნის საგარეო ორიენტირის რუსეთისკენ შეტრიალების მიზნით ერთი წლის თავზე მეორედ დაინიცირდა, სრული თვითლუსტრაციის ფონზე სახელმწიფო ინტერესების ღალატის დეკლარირება მოახდინა ივანიშვილის ჯგუფმა".

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა