|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვცდილობთ, მეტი ახალგაზრდა შევიყვანოთ საკრებულოებში"

"ქართული ოცნების" დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

"ახალგაზრდების აქტივობა მნიშვნელოვანია.  მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი ახალგაზრდა შევიყვანოთ საკრებულოებში  და წარმომადგენლობა გავზარდოთ, რაც არის მეტი მოტივაცია და მეტი კრეატივი. თაობათა შორის ურთიერთობები საინტერესო და მეტი შედეგის მომცემია, ამიტომ ადგილობრივ დონეებზე უნდა იყოს ყველა თაობის წარმომადგენლობა. წყალტუბოს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით ბევრი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება "-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზე, რის მაგალითადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მერების არჩევის წესის დამტკიცება მოიყვანა.

"ადრე იყო დანიშნული მერი და არანაირი უფლებამოსილება არ ქონდა, ვერ წყვეტდნენ ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს, რაც დროში ჭიანურდებოდა.  ჩვენ პირველი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადავდგით და შემოვიღეთ არჩევითობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიულობა ავამაღლეთ თვითმმართველობებში"-განაცხადა ზურაბიანმა. 

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ზურანიაბმა სტუდნტებს ბოლო წლებში განხორციელებულ კანონპროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.  წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა  ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა.

 

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზიაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის  ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, ახალგაზრდებთან შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და თემების მიხედვით მოხდება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატებთან.

ლორთქიფანიძის თქმით, ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს და ცდილობს გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი