|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალუდა გოგლიჩიძე- "ქუთაისის პრობლემებს პირდაპირ ეთერში განვიხილავთ"

 ქუთაისის პრობლემების მოსახლეობასთან ერთად პირდაპირ ეთერში განხილვას გეგმავს "შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ალუდა გოგლიჩიძე. მან მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პლატფორმა მოსახლეობის სამოქმედო გეგმების განსაზღვაში მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს, კერძოდ კი, სოციალური ქსელის მეშვეობით ამომრჩეველს საშუალება ექნება წერილობით, ხმოვანი თუ ვიდეო ჩანაწერით დააფიქსიროს სხვადასხვა პრობლემები. პრობლემების გაცნობის შემდეგ ყოველ საღამოს „შენების მოძრაობა“ მოსახლეობას პირდაპირ ეთერში ჩაერთვება და საკუთარ მოსაზრებებს  მოცემულ პრობლემებთან დაკავშირებით დააფიქსირებს.

„ქუთაისის პრობლემების სერიოზულ განხილვას ვიწყებთ, ჩვენ გვინდა ლანძღვა კრიტიკით შევცვალოთ ამჯერად, დღის განმავლობაში მაჟორიტებთან ერთად მე მექნება პირდაპირი კავშირი და შეხვედრები მოსახლეობასთან,  საღამოს კი, 23:00 ზე პირდაპირი ეთერის საშუალებით ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში შევხვდებით. თუ ჩვენ გვინდა უკეთესობა, თანამოწანილეობა ამის ყველაზე კარგი გზაა“–განაცხადა გოგლიჩიძემ.

სამოქალაქო ჩართულობს პლატფორმა 14 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა