|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა ნარჩემაშვილი: "ხმას, ალბათ, პარლამენტის გადატანის წინააღმდეგ მივცემ"

 ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, "დაპირებები არ იქნება პომპეზური, მაგრამ იქნება რეალური". მისი თქმით, ის ქუთაისში სერიოზულ სამუშაოებს განახორციელებს.

"ქუთაისს  მუშაობას არ დავაკლებ,  სერიოზულად მივუდგებით საქმეს. ამ ქალაქს აქვს დიდი რესურსი. ამ დროისთვის ქალაქი სერიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ელოდება,  მათ შორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც დაახლოებით 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი და ეს იქნება საამაყო ჩვენთვის. რაც შეეხება პარლამენტს, კენჭის ყრის შემთხვევაში, ალბათ, მისი გადატანის წინააღმდეგ მივცემ ხმას",-აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ქალაქში  სოციალური, დასაქმების და ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მისი თქმით, "ოცნების" ახალი პროგრამა ამ პრობლემებს დაძლევს.

 შეგახსენებთ, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.  ის კენჭს # 49 საარჩევნო ოლქში იყრის. (№49 ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებია: ავტოქარხანა, ბაკისუბანი, სულხაან–საბა, გამარჯვება – ჭავჭავაძის სადგურის მხარე)

კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა "ვარდების რევოლუციის" შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა. 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

კობა ნარჩემაშვილი  “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია, რომლის ლიდერი გია ჟორჟოლიანია.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა