|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) ნიუ-იორკში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა.

როგორც WBO-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა, რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.

ავთანდილ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, თუმცა ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 ამ თემაზე: ავთანდილ ხურციძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი