|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავთანდილ ხურციძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ამერიკაში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს, ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

შეგახსენებთ, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისათვის საჭირო იყო  ამერიკაში ლეგალურად მცხოვრები ოთხი ადამიანის თავდებში დადგომა. 

ხურციძეს ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობასა და თაღლითობაში  ედება.   თითოეული ბრალდება 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ხურციძე 8 ივლისს გასამართი ორთაბრძოლისათვის ემზადებოდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა