|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციისათვის 500 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორია 8 000 კვ-მ დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.  ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდება მოსასვენებელი სკამები და ურნები.

სამუშაოები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნახევარ მილიონი ლარის ღირებულებისაა, რომელიც ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა