|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალმა ინვესტორმა ჩვენი მდგომარეობა გააუარესა"- ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომელები გაიფიცნენ. ადგილზე დასაქმებულებმა მუშაობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.
მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანასთან დაკავშირებით აპროტესტებენ, ასევე აცხადებენ, რომ ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა და სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.


ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.


"უნდათ ჩვენი გადაყვანა მინდელის შახტაში, რაც ჩვენს სამუშაო პირობებს გაართულებს, ახალმა ინვესტორმა ნაცვლად პირობების გაუმჯობესებისა, ჩვენი მდგომარეობა გააუარესა. სავარაუდოდ, მოხდება ამ შახტის დახურვა და ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. ვაპირებთ, პროტესტი გავაგრძელოთ, ვიდრე არ დაგვტოვებენ ამ შახტაში", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა