|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ

ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები მოსალოდნელ უხელფასობას აპროტესტებენ.

 როგორც "ნიუპრესს" ბაღდათიდან შეატყობინეს, გაერთიანების ორი ფილიალში დღეს ბავშვები არ მიიღეს. დაწესებულების თანამშრომლები ჯერ ბაგა-ბაღების გაერთიანების შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც პასუხი არავინ გასცათ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობასთან გადაინაცვლეს. 

 "მაისის თვეში ხელშეკრულების ვადა უკვე ამოგვეწურა, ხვალიდან კი მუშაობის გაგრძელება ანაზღაურების გარეშე მოგვიწევს,  არ ვიცით, რას გეგმავს ბაგა-ბაღების გაერთიანება და როდის ჩატარდება ატესტაცია", -განუცხადა ერთ-ერთმა "ნიუპრესს", რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. 

ბაგა-ბაღების თანამშრომლები შიშობენ, რომ ხელშეკრულებების გაფორმება სექტემბრიდან მოხდება, ზაფხულის თვეებში კი უხელფასოდ დარჩებიან. მათი თქმით, უმეტესობას ბანკის ვალები აქვთ, უხელფასოდ დარჩენის შემთხვევაში კი, არ იციან, როგორ შეძლებენ კრედიტების დაფარვას.

ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაგეგმილ ატასტაციის შესახებ "ნიუპრესმა" გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია. როგორც მაშინ გაერთიანების უფროსმა თამილა ფაიქიძემ "ნიუპრესს" განუცხადა,  "საბავშვო-ბაღის  თანამშრომელებს ხელშეკრულების ვადა მაისის ბოლოს უმთავრდებათ. ა.(ა).ი.პ.-ის  გადაწყვეტილებით, მათ ხელშეკრულება გაუგრძელდათ,  რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესის შეფერხება.  პარალელურად, ჩატარდება თანამშრომლების ატესტაცია.  თანამშრომლები, რომლებიც  ატესტაციას  წარმატებით  გაივლიან  და  მათი შედეგები მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან მუშაობას ახალი ხელშეკრულებებით გააგრძელებენ. თანამშრომლების რაოდენობას ატესტაციის შედეგები განსაზღვრავს", -განაცხადა ფაიქიძემ.

 

ზაფხული ხელფასის გარეშე? - ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ატესტაცია იგეგმება

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა