|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 873, ქვემო ქართლი - 356, შიდა ქართლი - 362, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 614, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 377, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 297. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 542 პირი, მათ შორის, თბილისში - 574, აჭარაში - 131, იმერეთში - 473. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 35, იმერეთში - 31.

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა