|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში 31 სოფლის გაზიფიცირება მოხდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. ბუნებრივი აირით  ამჯერად 31 სოფლის უზრუნველყოფა მოხდა, რისთვისაც 260 კილომეტრიანი მაგისტრალი აშენდა.

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სოფელ ზემო ნოღაში გიორგაძეების ოჯახში დღეს გაზი სიმბოლურად აანთო.  გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები იმერეთის გუბერნატორთან ერთად, მისმა სამივე მოადგილემ, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გაგმებელმა ვალერი ფოცხვერიამ დაათვალიერეს.

სამუშაოები  2016 წლის ბოლოს დასრულდება და საერთო ჯამში 3 500 აბონენტი გაზიფიცირდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა