|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ აწარმოებს ამომრჩევლების მონაცემების უკანონო მოპოვებას?

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა მონაცემების დადგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ  ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცესკოს რამდენიმე მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათი სახელით კარდაკარ შემოვლით  ამომრჩევლების მონაცემების მოპოვება მიმდინარეობს.

ცესკო მიმართავს ამომრჩეველს და აცნობებს, მათ რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე,  რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა