|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩინურ კომპანიაში 4 ქართველი დაიღუპა, ხარაგაული ოკუპირებულია მათ მიერ“

ხარაგაულის მოსახლეობა ჩინური კომპანიის მიერ  რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია სამუშაოებს ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე ახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშიებით, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდოომარემ  გოგი წულაიამ და ხარაგაულის სოფელ საღანძირის მცხოვრებლებმა შეხვედრა გამართეს. მათი მოთხოვნაა დაუყონებლივ შეწყვიტოს მუშაობა ჩინურმა კომპანიამ.

„ჩინურ კომპანიაში 4 ქართველი დაიღუპა, ხარაგაული ოკუპირებულია მათ მიერ. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჩინურმა კომპანიამ ხარაგაულში რგინიგზის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავკეტავთ ცენტრალურ გზას. მათი 4 წლიანი მუშაობის შედეგად განადგურდა ეკოსისტემა. ბოლო 7 თვის განმავლობაში გარდაიცვალა 4 თანამშრომელი გაურკვეველი მიზეზების გამო, თუმცა გამოძიება არ მიმდინარეობს.  ასევე  დაბინძურებული მდინარის გამო მოიწამლა 4 არასრულწლოვანი. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, თუმცა რეაგირება არ ხდება“,-აღნიშნა ხარაგაულის სოფელ საღანძირეში მცხოვრებმა გია ყურაშვილმა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და შესაბამის სამსახურებს, დროულად მოახდინონ რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ფართო მასშტაბიან აქციებს, გადავკეტავთ გზებს. მოცემულ შემთხვევაში ვითარება იმდენად მძიმეა, რომ საჭიროა გადაუდებელი, დაუყოვნებლივი ქმედებები, რათა სასწრაფოდ შეჩერდეს სამუშაოები“,-განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, ხარაგაულის მცხოვრებმა აღნიშნული მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინ გამართეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა