|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

წუხელ, დაფნარის გზატკეცილზე ავარია მოხდა. თურქული სატვირთო  ვანისკენ მომავალ ავტომობილს დაეჯახა.  ავტომობილში სამი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, მათ შორის იყო ჯგუფ "არგოს" მომღერალი შალვა კაცაძე. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოშია გადაყვანილი ტრაილერის მძღოლი.

შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. უწყება დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. 

 

შეგახსენებთ, ავტობანის დაფნარი - ბაშის მონაკვეთი 15 ივლისს გაიხსნა. აღნიშნულ მაგისტრალზე რამდენიმე კვირის წინ ავტოავარიაში რაგბის ნაკრების წევრები მოხვდნენ, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. სამის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა